ჩინეთი

სი ძინფინგი: ჩინეთი არასდროს დაუშვებს, მის ინტერესებს ძირი გამოუთხარონ

სი ძინფინგი
AP

70 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ჩინური არმია კორეის ომში ჩაერთო აშშ-ს წინააღმდეგ, ჩინეთის მმართველმა, სი ძინფინგმა, განაცხადა, რომ ჩინეთი არასდროს დაუშვებს, რომ მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს ძირი გამოუთხარონ. 

"დაე, მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩინეთი ახლა ორგანიზებულია, რომელთანაც ხუმრობა არ [ღირს]'." - სი ძინფინგმა მაო ძედუნის სიტყვები მოიხმო

უნილატერალიზმი, პროტექციონიზმი და დაჩაგვრა ჩაფლავდება - განაცხადა სი ძინფინგმა ჩრდილოეთ კორეის დასახმარებლად და აშშ-ს ლიდერობით, გაეროს და სამხრეთ კორეის ძალების წინააღმდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე 2 მილიონი ჩინელი ჯარისკაცი განლაგების 70-ე წლისთავზე.

"მძიმე ბრძოლების შემდეგ, კბილებამდე შეიარაღებულმა ჩინურმა და კორეულმა ჯარებმა დაამარცხეს თავიანთი მოწინააღმდეგეები, გაანადგურეს მითი აშშ-ს სამხედრო უძლეველობის შესახებ და აიძულეს დამპყრობლები, ხელი მოეწერათ ზავისთვის 1953 წლის 27 ივლისს," - თქვა სიმ.

სიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყნის თავდაცვის და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაჩქარებაზე - "ძლიერი არმიის გარეშე, სამშობლო ძლიერი ვერ იქნება". 

აღსანიშნავია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სი ძინფინგი პოლიტბიუროს წევრებთან ერთად ეწვია ეროვნულ სამხედრო მუზეუმს. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩინურ სახელმწიფო მედიაში ამ თარიღზე ხშირად ამბობენ: "ომი აშშ-ს წინააღმდეგ და კორეის დასახმარებლად" და სხვა.

ბოლო თვეებში აშშ-სა და ჩინეთს შორს ახალი კორონავირუსის პანდემიიდან დაწყებული, არაერთი დაკითხვის გამო დაიძაბა ურთიერთობები, თუმცა, ბოლო პერიოდიში განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო. ბოლო თვეებია,ვაშინგტონი დემოკრატიულ ტაივანში აგზავნის თავის ოფიციალურ წარმომადგენლებს, კავშირებს აღრმავებს და სამხედრო თვალსაზრისით მეტად ეხმარება. მიმდინარე კვირას, ვაშინგტონმა ტაივანისთვის მისაყიდი 1.8 მილიარდი ღირებულების შეიარაღების სისტემა დაამტკიცა. 

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან კუნძულს ნებით ან ძალით აიღებს, ტაივანზე გაზარდა წნეხი - ბოლო პერიოდში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ გადაკვეთეს ტაივანის სრუტის შუა ხაზი.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

კომენტარები