ეკონომიკა

ლარი კვლავ გაუფასურდა - 1 დოლარის ღირებულება 3.2202 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3.8137 ლარია

ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. მცირეხნიანი სტაბილურობისა და უმნიშვნელო გამყარების შემდეგ, ლარი მიმდინარე კვირაში კვლავ უფასურდება. 

ლარის გასამყარებლად ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 22 ოქტომბერს, 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან კურსი უმნიშვნელოდ გაამყარა. ხოლო დღეს ლარი დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით და ევროსთან 0.51 თეთრით გაუფასურდა. 

ახალი კურსით, 1 დოლარის ღირებულებაა 3.2202 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3.8137 ლარია. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა უკვე 240 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად მიმდინარე წელს კი, ეროვნულმა ბანკმა 569 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 40 თეთრით.

 

კომენტარები