ფრინველები

აღმოაჩინეს იშვიათი ჩიტი, რომელიც ნახევრად დედალია და ნახევრად მამალი

პენსილვანიაში აღმოაჩინეს იშვიათი მგალობელი ჩიტი, რომელიც სხეულის მარჯვენა მხარეს მამალია და მარცხენა მხარეს - დედალი. ბიოლოგებმა ის ამოიცნეს, როგორც წითელმკერდა კულუმბური(Pheucticus ludovicianus). დედალ და მამალ კულუმბურებს ფერით არჩევენ: მამლებს ფრთის ძირი ვარდისფერი აქვთ, დედლებს - ყვითელი ან ყავისფერი.

აღმოჩენილი ჩიტის ფრთები სხვადასხვა ფერისაა. ამ გენეტიკურ ვარიანტს გინანდრომორფიზმი ეწოდება ("gyne" ბერძნულად მდედრს ნიშნავს, "andro" მამრს"). იშვიათობის გამო, მეცნიერებმა არ იციან, რა გავლენა აქვს გინანდრომორფიზმს ფრინველის სიცოცხლეზე. არ არის ცნობილი, აქვს თუ არა მას მდედრ მხარეს ფუნქციონალური საკვერცხე და შეუძლია თუ არა გამრავლება. ვინაიდან ფრინველი შეწყვილების სეზონზე არ აღმოუჩენიათ, მას არ გამოუვლენია ქცევა, რომელიც მიანიშნებდა პასუხს ამ კითხვაზე. აღმოჩენისას ჩიტი 1 წლის იყო, ანუ, მდგომარეობის მიუხედავად, ზრდასრულობამდე მიაღწია.

"მთელი გუნდი აღფრთოვანებული იყო. გვქონდა მეცნიერული ინტერესიც, მაგრამ ასევე რაღაც იშვიათის დანახვით გამოწვეული ბედნიერებაც ვიგრძენით." - ამბობს მკვლევარი ენი ლინდსი. 

გონანდრომორფიზმი გენეტიკური შეცდომის შედეგია, როელიც ვითარდება მაშინ, როდესაც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი, რომელსაც ორი ბირთვი აქვს, ერწყმის სპეტმატოზოიდს და წარმოქმნის ემბრიონს, რომელსაც აქვს, როგორც მამრის, ასევე მდედრის უჯრედები. 

მეცნიერებს გინანდრომორფიზმი ბევრ ცხოველში დაუდასტურებიათ, მათ შორის კიბოსნაირებში, ობობებში, ფუტკრებსა და პეპლებში; მაგრამ გინანდრომორფები უკიდურესად იშვიათია. ბოლოს გინანდრომორფი ფრინველი 15 წლის წინ აღმოაჩინეს და ეს მხოლოდ მეხუთე ასეთი ორგანიზმი იყო იმ 800 000 ფრინველიდან, რომელიც კარნეგის ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეისწავლა.

კომენტარები