აშშ-რუსეთი

აშშ სანქციებს უწესებს რუსულ ინსტიტუტს, რომელიც სახიფათო პროგრამის განვითარებას უკავშირდება

სტივენ მნუჩინი
Vanity

23 ოქტომბერს აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსულ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო კომპიუტერული პროგრამის განვითარებასთან, რომელსაც კატასტროფული ინდუსტრიული ზიანის მოტანა შეუძლია. რუსეთი აშშ-ს ნაბიჯს უკანონოს უწოდებს. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ეჭვობს, რომ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერილი ქიმიის და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, იგივე TsNIIKhM, პასუხისმგებელია "შესაბამისი ინსტრუმენტების განვითარებაზე, რამაც თავდასხმის საშუალება მისცა" 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში მდებარე დაუდგენელ ნავთობქიმიურ ობიექტზე. 

როდესაც იმავე წელს ეს გამჟღავნდა, კიბერუსაფრთხოების საზოგადოება გაკვირვებული დარჩა, რადგან ტიპური ციფრული შეჭრისგან განსხვავებით, რომელიც მიზნად ისახავდა მონაცემების მოპარვას ან გამოსასყიდისთვის მის შენახვას - ის მიზნად ისახავდა ობიექტისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას მისი უსაფრთხოების სისტემის გათიშვით.

კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის, ნათან ბრუბეკერის, თქმით, ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ქარხანაში უსაფრთხოების სისტემის გათიშვამ შეიძლება ცეცხლის გაჩენა ან აფეთქება გამოიწვიოს - "აფეთქება და ადამიანების სიკვდილი - ეს შემზარავია". 

სახაზინო დეპარტამენტი ასევე ამბობს, რომ გასულ წელს მავნე პროგრამების თავდამსხმელები იკვლევდნენ ენერგოსისტემის საერთო მოხმარების, სულ ცოტა, 20 ელექტროენერგეტიკულ კომპანიას შეერთებულ შტატებში.

კომენტარები