არჩევნები 2020

შსს: ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით რეგიონებში არიან "ფეიკ ნიუსია"

0 კომენტარი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება მთავარი არხის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ რეგიონებში იმყოფებიან. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 23 ოქტომბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები, ქართული ოცნების დავალებითა და წინასაარჩევნო მობილიზების მიზნით, რეგიონებში იმყოფებიან. ტელეკომპანიამ გაავრცელა სატელეფონო ზარი, სადაც შსს-ს თანამშრომელს მთავარი არხის ჟურნალისტი ქართული ოცნების წარმომადგენლად ეცნობა და ეკითხება, თუ ჩავიდა უკვე რეგიონში, რაზეც ის პასუხობს: "აქეთ ვარ, ნორმალური სიტუაციაა, მთლად ძალიან სახარბიელო არა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება და მაქსიმალურად ვიყენებთ რესურსს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები