ბერა ივანიშვილი

BERA: ბრაზილიელო მეგობრებო, ამაზონის პროექტით ჩვენს მიღწევებს გიზიარებთ [VIDEO]

0 კომენტარი

ბერა ივანიშვილმა თავის Instagram გვერდზე ბრაზილიელ მეგობრებს შეეხმიანა და გაუზიარა ინფორმაცია, თუ რა შეასრულეს ამაზონის პროექტით:

"გამარჯობა, ჩემო ბრაზილიელო მეგობრებო. ვიმედოვნებ, ყველა უსაფრთხოდ ხართ. ჩვენი ამაზონის პროექტის [დაწყებიდან] ერთი წელი გავიდა. მინდა გაგიზიაროთ, თუ რა შევასრულეთ".

ვიდეოში ნათქვამია, რომ მატო გროსოსა და პარას შტატებში 15 სხვადასხვა ტერიტორიაზე 115 ჰექტარი აღდგა, თესლის შემგროვებლებისთვის 332,000.00 ბრაზილიური რეალი მოიტანა - "Xingu Seeds Network"-ზე ვირტუალური რეალობის ფილმის "Forest Makers" [გადაღება] დასრულდა. ხელი შეეწყო ოჯახების დაბრუნებას თავიანთ თემებში ტერა დო მეიოში და [მათ] დაურიგეს საკვებით [სავსე] კალათები, რათა იზოლაციის დროს ოჯახები საკვებით უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ. 2020 წლის ივნისში ინტერნეტის სამი პუნქტი დამონტაჟდა, რათა მდინარისპირა მოსახლეობის თემებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდეს".

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს ბერა ივანიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა, რომ ამაზონის ტყისთვის 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა, მათ შორის, მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები" და საზოგადოებას მონაწილეობის მიღებისკენ, მოქმედებისკენ მოუწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები