ბელარუსი

მინსკში ქალების ანტისამთავრობო მარში იმართება [VIDEO/PHOTO]

0 კომენტარი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ქალების ანტისამთავრობო მარში იმართება. 

მომიტინგეები მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 13 ოქტომბერს ულტიმატუმი წამოაყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

გასულ კვირას პოლიციამ აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში, ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები