არჩევნები 2020

"არჩევნებზე ჩვენი ქვეყნისთვის უნდა მივიდეთ" — ევროპელების შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისში

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ევროპულმა საქართველომ ქუთაისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

"31 ოქტომბერი განსაზღვრავს არა იმას, კაბინეტში ვინ შევა, არამედ იმას, თქვენ როგორ იცხოვრებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. გაგრძელდება თუ არა უმუშევრობა, გაგრძელდება თუ არა სიღარიბე, გაგრძელდება თუ არა ფასების ზრდა, გაგრძელდება თუ არა კრიმინალი, გაგრძელდება თუ არა უიმედობა და უპერსპექტივობა - ამას განსაზღვრავს 31 ოქტომბერი, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და როგორი იქნება თქვენი ოჯახების მომავალი. 

31 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მოხვიდეთ არა ვინმეს ხათრით, არა ბაქრაძის ხათრით, არა რომელიმე პარლამენტარის ხათრით, თქვენი თავის გულისთვის, თქვენი ოჯახების გულისთვის და იმისთვის უნდა მოხვიედთ, რომ საქართველოში იყოს გარდამტეხი ცვლილებები, ქვეყანა წავიდეს წინ და თითოეულმა ოჯახმა იცხოვროს უკეთესად. თქვენი თავის, თქვენი ოჯახების, თქვენი ბავშვების, ჩვენი ქვეყნის გულისთვის უნდა მივიდეთ ყველა 31 ოქტომბერს, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე." - თქვა დავით ბაქრაძემ. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები