ავტოავარია იმერეთში

სოფელ ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავებულია 2 მგზავრი

0 კომენტარი
ფოტო: Tabula

რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავებულია 2 მგზავრი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები