საფრანგეთი - თურქეთი

ერდოღანის "უხეში" კომენტარის შემდეგ საფრანგეთი თურქეთიდან ელჩს კონსულტაციისთვის გაიხმობს

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ემანუელ მაკრონი ფოტო: AFP

საფრანგეთი თურქეთიდან ელჩს კონსულტაციებისთვის გაიხმობს. საფრანგეთის გადაწყვეტილება დაკავშირებულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის "მიუღებელ" კომენტართან. ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტს ურჩია, მენტალური ჯანმრთელობა შეემოწმებინა.

ფრანგული მხარის თანახმად ელჩი კონსულტაციებისთვის პრეზიდენტ მაკრონს შეხვდება.

ერდოღანის კომენტარი დაკავშირებულია მაკრონის სურვილთან, დაიცვას საფრანგეთის სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი საფრანგეთში კვლავ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის, მასწავლებელს, სამუელ პატის, თავი მოჰკვეთეს.

სახელმწიფო სეკულარიზმი საფრანგეთის ერთ-ერთი ძირეული ფასეულობაა. სახელმწიფოს პოზიციიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, იმისთვის, რომ არ შეილახოს საზოგადოების ერთი ნაწილის გრძნობები, ძირს უთხრის სახელმწიფოს ერთიანობას.

"რა არის მაკრონის პრობლემა ისლამთან? რა არის მისი პრობლემა მუსლიმებთან?... რა შეიძლება ვუთხრა პრეზიდენტს, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და ასე ექცევა განსახვავებული რწმენის მილიონობით ადამიანს, რომელიც მის ქვეყანაში ცხოვრობს? პირველ რიგში, მენტალური ჯანმრთელობა შეიმოწმოს“ - თქვა ერდოღანმა სატელევიზიო ეთერში.

ერდოღანმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონს მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობა ესაჭიროება.

მაკრონის ოფისმა ერდოღანის კომენტარს "მიუღებელი" უწოდა.

„პრეზიდენტ ერდოღანის კომენტარები მიუღებელია. უკიდურესობა და უხეშობა არ არის მეთოდი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერდოღანმა შეცვალოს თავისი პოლიტიკის კურსი, ვინაიდან ეს ყოველმხრივ სახიფათოა“ - თქვა მაკრონის ოფისის წარმომადგენელმა.

ბოლო პერიოდში ურთიერთობა საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაძაბულია. ქვეყნები ნატოს ალიანსის წევრები და მოკავშირეები არიან, თუმცა მათი პოზიცია განსხვავდება რიგი გეოპოლიტიკური საკითხების , მათ შორის ლიბიის, სირიისა და მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიმართ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები