აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპმა აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ფლორიდაში 9 დღით ადრე მისცა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა. მან საკუთარი არჩევანი 3 ნოემბრის არჩევნებამდე 9 დღით ადრე, ფლორიდაში, ბიბლიოთეკის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, მოგვიანებით კი ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

"მე ხმა მივეცი პიროვნებას, სახელად ტრამპი". – თქვა მან მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი დატოვა.

ტრამპის ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილად მარ-ა-ლაგოს დასასვენებელი კომპლექსია დაფიქსირებული.

კორონავირუსის გამო შტატებში საარჩევნო უბნების ნაწილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იხსნება, ასევე მოქმედებს ფოსტით ხმის მიცემის სისტემა. აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ნაადრევად ხმა უკვე თითქმის 55 მილიონმა ამერიკელმა მისცა. მათი ნაწილი ამჯობინებს ხმა ფოსტის საშუალებით მისცეს, რასაც დონალდ ტრამპი აკრიტიკებს:

"ასე უფრო უსაფრთხოა. ბევრად უფრო საიმედო, ვიდრე ბიულეტენის გამოგზავნა, ამის თქმა შემიძლია". – თქვა ტრამპმა.

ბოლო გამოკითხვებით ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი ხმათა 51%-ს აიღებს, ტრამპი კი 43%-ს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში კანდიდატების რეიტინგი მეტისმეტად ახლოსაა იმისათვის, რომ პროგნოზი გაკეთდეს.

ასეთი შტატებია არიზონა, აიოვა, ფლორიდა, ჯორჯია, მიჩიგანი, მინესოტა, ნევადა, ნიუ-ჰემფშირი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, პენსილვანია, ტეხასი, ვირჯინია და ვისკონსინი. გამოკითხვების მიხედვით ტრამპი ლიდერობს ტეხასსა და ოჰაიოში, დანარჩენ შტატებში კი მას ბაიდენი რამდენიმე ქულით უსწრებს.

ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატების შესახებ შეგიძლიათ წაიკითოთ აქ.

იმის გამო, რომ დონალდ ტრამპს პირველი დებატების შემდეგ ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა, მეორე შეხვედრის ჩატარება ონლაინ იგეგმებოდა, რაზეც პრეზიდენტმა უარი თქვა და დებატების სანაცვლოდ ორივე კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ერთმანეთის პარალელურად გამართეს.

ტრამპის და ბაიდენის ბოლო დებატების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები