ავტოვარია კახეთში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

Tabula

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები