არჩევნები 2020

ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე: DEEPFAKE თავად ქართული ოცნება და მისი თითოეული ლიდერია

0 კომენტარი
ფოტო: ახალი საქართველო

"დიფ ფეიკი, ანუ ღრმა სიყალბე თვითონ ქართული ოცნებაა, რომელსაც შანსი არ აქვს, რომ არჩევნებში 35%-ზე მეტი აიღოს". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

"მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე იმისათვის, რომ ის უსამართლობა, გაჭირვება, სიღარიბე და უპერსპექტივობა, რაც დღეს საქართველოშია ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ. თითოეულ მოქალაქეზე და ამომრჩეველზეა დამოკიდებული საქართველო აღმშენებლობას დაიწყებს თუ კვლავ ამ დიდ სიყალბეში იქნება, ამ დიდ ფეიკში, რომელსაც ისინი რვა წელია ტირაჟირებენ. ქართული ოცნების თითოეული ლიდერი მართლაც, დიფ ფეიკია, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გააღარიბეს". – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად – "დიპფეიკი".

მისი თქმით, პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კია შესაძლებელი. კობახიძის მტკიცებით, ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება არჩევნების წინა ან არჩევნების დღეს განთავსდეს, "რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს". ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში "კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები