ავტოავარია თბილისში

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

0 კომენტარი

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები