მელ გიბსონი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე: ამ რთულ დროს სომეხი ხალხისთვის ვლოცულობ

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი, მელ გიბსონი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. 

"გამარჯობა, მე მელ გიბსონი ვარ. არწახში კონფლიქტის გამწვავების შესახებ ინფორმაცია მომივიდა. აშშ-ში მრავალი სომეხი მეგობარი მყავს და მათ ყოველდღიურად სამშობლოდან საკუთარი ახლობლების სიკვდილის ამბები მოსდით. მე პატივს ვცემ მტკიცე და გულუხვ სომეხ ხალხს. ისინი დიდი სირთულეების წინაშე არაერთხელ დამდგარან და მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. ვლოცულობ მათთვის ამ რთულ დროს, ღმერთს ვევედრები კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს. დიდ სახელმწიფოებს კი ჩარევისკენ მოვუწოდებ. მეგობრებო დარჩით ძლიერები, განაგრძეთ თქვენი საქმის კეთება, უფალმა დაგლოცოთ". – ამბობს ავსტრალიელი მსახიობი.

ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე, Twitter-ის აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა გიბსონის ფოტო გამოაქვეყნეს და მსახიობი სომხური ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.


ფოტო: Twitter
 

კომენტარები