ყველა წინასაარჩევნო კვლევა

0 კომენტარი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პორტალზე ტაბულა გთავაზობთ ყველა იმ წინასაარჩევნო კვლევის ძირითად მიგნებებს, რომელიც ამ დრომდე გამოქვეყნდა.

ფორმულას კვლევა
ფოტო: ტაბულა

ტელეკომპანია ფორმულამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლევები, ისევე, როგორც არჩევნების დღეს ეგზიტპოლი, ამერიკულ კომპანია Edison Research-ს დაუკვეთა. მათი ბოლო კვლევა 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 4 500 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +/- 1.5%-ია.  

12 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას"? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 36%
  • გადაუწყვეტელი/უარი პასუხზე - 24%
  • ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 17%
  • ევროპული საქართველო - 5%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • ლელო - 2%
  • გირჩი - 2%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%
  • გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%
  • სხვა პარტიები - 1%

კიდევ ერთ კითხვაზე - "ვის მისცემდით ხმას, ქართულ ოცნებას, თუ ოპოზიციას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპათია"? –პასუხები ასეთია:

  • ოპოზიციური პარტია - 30%
  • ქართული ოცნება - 13%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%

იმავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74% ამბობს, რომ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად მიიღებს", 18% – "ალბათ, მიიღებს”, 4% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, კიდევ 4% კი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39%-ის კი საპირისპირო აზრი აქვს.

მოსახლეობის 70%-ს კოალიციური მთავრობა სურს, 30%-ს კი ერთპარტიული. კითხვაზე, "ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი"? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • დავით ბაქრაძე - 26%
  • გიორგი ვაშაძე - 23%
  • მიხეილ სააკაშვილი - 21%

ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა კიდევ ერთი კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ოპოზიციას შორის შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეიტინგი გაზომეს. კვლევაში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 2 000 ზრდასრული მოქალაქე მონაწილეობდა, ცდომილება კი 2.1% იყო. 

შენიშვნა: კვლევის ჩატარების პერიოდში ქართულ ოცნებას კანდიდატები ჯერ წარდგენილი არ ჰყავდა, ასევე ისანში კენჭისყრა არ ჰქონდა გადაწყვეტილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ხატია დეკანოიძეს.

"ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს"?

  • ელენე ხოშტარია – 46%
  • ქართული ოცნების წევრს – 31%
  • სხვა კანდიდატი – 4%
  • უარი პასუხზე – 19%

"ვის მისცემდით ხმას მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტრადებოდეს"?

  • ქართული ოცნების კანდიდატი – 38%
  • შალვა შავგულიძე – 28%
  • სხვა კანდიდატი – 3%
  • უარი პასუხზე – 31%

"ვის მისცემდით ხმას ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს"?

  • ქართული ოცნების კანდიდატი – 42%
  • შალვა ნათელაშვილი – 20%
  • სხვა კანდიდატი – 5%
  • უარი პასუხზე – 33%

"ვის მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს"?

  • ნიკა მელია – 35%
  • ქართული ოცნების კანდიდატი – 32%
  • სხვა კანდიდატი – 1%
  • უარი პასუხზე – 32%

"ვის მისცემდით ხმას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს"?

  • ქართული ოცნების კანდიდატი – 42%
  • ლევან ხაბეიშვილი – 15%
  • სხვა კანდიდატი – 9%
  • უარი პასუხზე – 34%

"ვის მისცემდით ხმას ისნის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს"?

  • გიორგი ვაშაძე – 37%
  • ქართული ოცნების კანდიდატი – 36%
  • სხვა კანდიდატი – 2%
  • უარი პასუხზე – 25%

მთავარი არხის კვლევა
ფოტო: ტაბულა

მთავარი არხისთვის წინასაარჩევნო კვლევას IPSOS-ი ატარებს. იგივე კომპანია ჩაატარებს ტელეკომპანიისთვის ეგზიტპოლსაც არჩევნების დღეს. ბოლო კვლევა ცენტრმა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და მასში, საქართველოს მასშტაბით, 2 000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/- 2.2%-ია. 

არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე "მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"? – პასუხები შემდეგნაირია:

  • ქართული ოცნება – 23%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია – 18%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
  • ევროპული საქართველო – 4%
  • ლელო – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • გირჩი – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%
  • ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 1%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 41%

ალოკაციით მიღებული შედეგებით კი, იმავე კითხვაზე ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 40%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია – 33%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
  • ევროპული საქართველო – 7%
  • ლელო – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • გირჩი – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ერთიანი საქართველო – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

ალოკაციით ხმების დათვლის მეთოდის დროს გამოკითხული ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსი ვარაუდობს, ვისთვის აპირებს რესპონდენტი ხმის მიცემას.

იმავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს, 26% კი პირიქით.  

IPSOS-ის წინა კვლევაში, რომელიც 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა, კითხვაზე "თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდა, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში"? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა)

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია – 29%
  • ევროპული საქართველო – 23%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 22%
  • ქართული ოცნება – 22%
  • ლელო – 13%
  • პატრიოტთა ალიანსი – 13%
  • მოქალაქეები – 12%
  • ლეიბორისტული პარტია – 11%
  • ერთიანი საქართველო – 7%
  • გირჩი – 7%
  • თავისუფალი საქართველო – 7% 

რუსთავი 2-ის კვლევა 
ფოტო: ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის წინასაარჩევნო კვლევას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს ეგზიტპოლს, ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ი ატარებს. კომპანიამ ბოლო კვლევა 16-დან 20 ოქტომბრამდე შუალედში ჩაატარა და მასში 1 210 რესპონდენტი გამოკითხა. ცდომილება +/- 3.5%-ია.

26 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მასში მონაწილეობას"? – პასუხები შემდეგნაირია:

  • თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას – 71%
  • ალბათ, მივიღებ მონაწილეობას – 13%
  • 50/50-ზე – 11%
  • არ მივიღებ მონაწილეობას – 5%

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"?

  • ქართული ოცნება – 55%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 22%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 5%
  • ლელო – 4%
  • ევროპული საქართველო – 4%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%
  • გირჩი – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • სხვა – 3%

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს"?

  • სრულიად დარწმუნებული ვარ – 70%
  • მეტნაკლებად დარწმუნებული ვარ – 24%
  • მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული – 3%
  • სრულიად არ ვარ დარწმუნებული – 3%

იმედის კვლევა

წინასაარჩევნო კვლევა სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა Public Opinion Strategies-ს დაუკვეთა. სწორედ ეს კომპანია მოამზადებს მედიისთვის ეგზიტპოლებსაც არჩევნების დღეს. ბოლო კვლევა, რომლის საველე სამუშაოებიც კომპანია GORBI-მ შეასრულა, 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევა 9-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მასში 1 518 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +/-2.5%-ია. 

  • ქართული ოცნება – 56%
  • ნაციონალური მოძრაობა – 19.9%
  • პატრიოტთა ალიანსი – 4.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 4.5%
  • ევროპული საქართველო – 4.3%
  • ლელო – 3.9%
  • გირჩი – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 2.2%
  • ერთიანი საქართველო – 1.6%

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები