ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0 კომენტარი
ფოტო: STR/AFP via Getty Images

გასული დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა, ხოლო 23 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID 19-ის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისში აღირიცხა, 545 – აჭარაში, იმერეთში – 305, სამეგრელო ზემო სვანეთში – 63, ქვემო ქართლში – 48, მცხეთა მთიანეთში – 22, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, კახეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმში – 4. 

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. ასევე, მთავრობამ "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები