ფასიანი განთავსება

® ერთი ხმის ძალა

ერთი ხმა ძალაა

პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები - თითქოს ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ყოველდღე, ლამის მონოტონურად გვიმეოროს: რომ ერთი ხმა ძალაა და რომ, თითქოს, ჩვენი ერთი ხმა რეალურად რამეს შეცვლის. 

სიურპრიზი! სინამდვილეში ისინი მართლები არიან. და მსოფლიო ისტორიამ ამის დასამტკიცებლად უამრავი მაგალითი შემოგვინახა. თითოეული მათგანი იმდენად გადამწყვეტია, რომ ერთი ხმის წყალობით, შესაძლოა სულ სხვა რეალობაში გვეცხოვრა. 

ოლივერ კრომველის ამბავი უკვე გეცოდინება, 1645 წელს ერთმა ხმამ ინგლისის კონტროლი რომ მოუტანა, თუმცა ისტორიაში კიდევ უამრავი მაგალითია ერთი ხმის რეალური ძალის დასამტკიცებლად. 

წარმოგიდგენიათ ამერიკა ინგლისური ენის გარეშე?

დიახ, არ მოგესმა. ძალიან ადვილი შესაძლებელია, აშშ-ში დღეს მთავარი სამეტყველო ენა გერმანული ყოფილიყო. ზოგადად, აშშ ის ქვეყანაა, სადაც ყოველდღიურად მტკიცდება, რომ ერთი ადამიანის არჩევანზე უამრავი რამ არის დამოკიდებული. ინგლისური ენის დამკვიდრებაც გერმანულის ნაცვლად, 1776 წელს გადაწყდა. 

ტეხასის ქვეყანა და არა შტატი?

1845 წელს სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის ბედ-იღბალიც: ტეხასი ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში სწორედ ერთი ხმის წყალობით მოხვდა. შტატის ტერიტორიაზე ნავთობის უდიდესი მარაგის აღმოჩენამ მე-20 საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა განაპირობა. ტეხასი დღეს მრავალმხრივი ეკონომიკისა და მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის შტატია. 

როგორი იქნებოდა ნაცისტური პარტია ჰიტლერის გარეშე?

დღეს ამ კითხვაზე პასუხს ძნელად ვიპოვით. უამრავი ისტორიკოსი და მეცნიერი ცდილობს წარმოიდგინოს თანამეროვე მსოფლიო ჰიტლერის და მის მიერ ჩადენილი ბოროტების გარეშე. თუმცა ფაქტი აქ სხვა რამეა: 1924 წელს სწორედ ერთი ხმის წყალობით მოიპოვა მომავალმა დიქტატორმა კონტროლი ნაცისტურ პარტიაზე. 

როგორი იქნება საქართველო 1-ელ ნოემბერს?

ამ კითხვაზე პასუხს შენ გასცემ. პროპორციული არჩევნების უფლების მოპოვებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია: საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, რეალურად მრავალპარტიული იქნება, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული თითოეული მოქალაქის ხმა; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მსხვილ და გამოცდილ პარტიებს, არამედ - ახალბედა კანდიდატებსაც კი დღეს არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი აქვთ. 

გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! თუ კიდევ გეეჭვება, შეცვლის თუ არა შენი ერთი ხმა ყველაფერს, აუცილებლად ნახე ერთადერთი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა. სრული კამპანიის სანახავად კი ნახე Facebook გვერდი. 

 

კომენტარები