კორონავირუსი საქართველოში

ორშაბათს NCDC-მა 8 589 PCR ტესტი ჩაატარა, აქედან 1 824 პასუხი დადებითი იყო

გასულ 24 საათში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა NCDC-მა 8589 PCR ტესტი ჩაატარა, აქედან 21% - 1824 პასუხი დადებითი იყო.

აღსანიშნავია, რომ წინა დღეს კორონავირუსზე მხოლოდ 5 692 PCR ტესტი ჩატარდა, აქედან თითქმის 33% - 1872 პასუხი აღმოჩნდა დადებითი.

24 ოქტომბერს კი ქვეყანაში 8 619 PCR ტესტი ჩატარდა და მისი 22% (1928 პასუხი) იყო დადებითი.

27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები