პაკისტანი

პაკისტანის რელიგიურ სასწავლებელში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 83 დაშავდა

27 ოქტომბერს პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პეშავარში, რელიგიურ სკოლა მადრასში აფეთქებას, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 83 დაშავდა. 

დაშავებულებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოს ინფორმაციით, ათზე მეტი დაშავებული ავღანეთიდანაა.

აფეთქების დროს მოსწავლეები სასწავლებელში იმყოფებოდნენ.

აფეთქებაზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არავის აუღია. 

"უცნობმა პირებმა დააყენეს პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ასაფეთქებელი საშუალებები". – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. 

ქიბერ პაკტუნქვას პროვინციაში, რომლის დედაქალაქია პეშავარი, გასულ წლებში უშიშროების ძალებზე თავდასხმა გაიზარდა. გასული რამდენიმე თავდასხმიდან ზოგიერთზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო.

27 ოქტომბრის თავდასხმა დაგმო თალიბანმა და მასში ჩართულობა უარყო

კომენტარები