ამერიკის არჩევნები

კოლორადოელი კაცი ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში მდგმურებს ქირის საფასურს გაუზრდის

Be Funky

ფორტ-მორგანში მდებარე ტრაილერ პარკის მფლობელმა მდგმურებს უცნაური წერილი მისწერა.

"ყველა მდგმურს. მინდა გაიგოთ, რომ თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, თქვენი გადასახადები შეიცვლება. ყველაფერი გაძვირდება - კომუნალური გადასახადები, სურსათი, ბენზინი... ყველაფერი! ახალი ხარჯების დასაფარად თქვენთვის ქირის გაზრდა მომიწევს. დიდი ალბათობით, ქირა გაორმაგდება. თუ მოქმედი პრეზიდენტი დარჩა პოსტზე, ქირა მინიმუმ 2 წელი არ გაიზრდება. ხმის მიცემა თქვენი უფლებაა და თქვენს არჩევანში არ ვერევით, უბრალოდ გატყობინებთ, თუ რა ცვლილებები, შესაძლოა, მოჰყვეს არჩევნებს. ტრამპი გაიმარჯვებს - ყველანი გავიმარჯვებთ, ბაიდენი გაიმარჯვებს - ყველანი დავმარცხდებით". – წერია წერილში.

პარკის მაცხოვრებლებმა წერილი ადგილობრივი სატელევიზიო არხის 9News-ის რედაქციას გაუგზავნეს, რომელმაც თავის მხრივ, კოლორადოს ხელისუფლება საქმის კურსში ჩააყენა.  

კომენტარები