კრიმინალი

ზუგდიდში პოლიციელმა მოქალაქეს სცემა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

დაზარალებული გელა სიჭინავა

ზუგდიდში პოლიციელმა მოქალაქეს სცემა. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი კობა გუჯეჯიანი დაპირისპირების დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. უწყებამ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო და მოქალაქე გელა სიჭინავა დაზარალებულად ცნო.

"ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება". – აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს.

კომენტარები