არჩევნები 2020

ცესკოსთან ხმაურია, ლეიბორისტები ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ

ცესკო
ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხმაურია. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ და ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ სურთ, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს.

"არჩევნების დღემდე უნდა იყოს რეგისტრაციის შესაძლებლობა". – ამბობს პარტიის წევრი მიხეილ ქუმსიშვილი.

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 20:00-ზე ამოიწურა. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო, შემდეგ დრომ 24 ოქტომბრის 14:00-მდე გადაიწია, მოგვიანებით კი, ევროპული საქართველოს მოთხოვნით ცესკომ რეგისტრაციის ვადა დღის ბოლომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები