არჩევნები 2020

ცესკოსთან პოლიციამ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამი აქტივისტი დააკავა

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამი აქტივისტი დააკავა. მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ედავება.

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრების აქცია ცესკოსთან 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურთ, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში კარვის შეტანა სცადეს. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. სამი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 20:00-ზე ამოიწურა. თავდაპირველად, რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00-მდე იყო, შემდეგ დრომ 24 ოქტომბრის 14:00-მდე გადაიწია, მოგვიანებით კი, ევროპული საქართველოს მოთხოვნით ცესკომ რეგისტრაციის ვადა დღის ბოლომდე გაახანგრძლივა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები