კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა

armradio.am

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები