კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალი გვიზიანდება, დღევანდელი დილისთვის ინფიცირებულია 123

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 123 სამედიცინო პერსონალია. 

"სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123 არის ასეთი. 

სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა - სასწრაფოს ექიმი." - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

გუშინ, 27 ოქტომბერს, ბაღდათში კორონავირუსით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი - 45 წლის ქალი გარდაიცვალა

დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები