კორონავირუსი აშშ-ში

ფაუჩი: ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ

ენტონი ფაუჩი

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორისა და იმუნოლოგის, ენტონი ფაუჩის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე თვეში იქნება მზად, ნორმალურ ცხოვრებას მომავალ წლამდე და შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ. 

"თუ ჩვენ ჩავატარებთ ვაქცინაციის კამპანიას და 2021 წლის მეორე ან მესამე მეოთხედისთვის მოვახერხებთ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრას, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან შეიძლება, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას". – თქვა ენტონი ფაუჩიმ

ფაუჩის თანახმად, აშშ-ში პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური ზარალის შიშმა გავლენა იქონია ქვეყნის ახლანდელ მდგომარეობაზე.

"როდესაც ვცდილობდით, გაგვეხსნა ეკონომია ან გაგვეხსნა ქვეყანა, დოქტორ დებორა ბრიქსთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებითაც უნდა გვეხელმძღვანელა ქვეყნის ფრთხილი და ეტაპობრივი გახსნისას. ყველას რომ ერთიანად შეგვესრულებინა ეს რეკომენდაციები, ვფიქრობ ახლა იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, რომელშიც ვართ". – თქვა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ მტკივნეულია იმის ყურება, როგორ გახდა ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკური განხეთქილებების მიზეზი.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში COVID-19-ის 8 800 316 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციისგან გარდაიცვალა 226 982 ადამიანი.

კომენტარები