კორონავირუსი გერმანიაში

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება

0 კომენტარი
ანგელა მერკელი ფოტო: GETTY IMAGES

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება. პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები

კარანტინი ძალაში ორშაბათიდან შევა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მაღაზიები და სკოლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. რესტორნებიდან საკვების გამოძახების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება. 

"ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის სისტემაში კრიტიკული ვითარება" - თქვა მერკელმა.

კანცლერმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეეკავებინათ ზედმეტი მოგზაურობისგან და აღნიშნა, რომ სასტუმროები ვერ უზრუნველყოფდნენ ტურისტების მომსახურებას.

საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით გამოვლინდა ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი, 14 964 ახალი შემთხვევა.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას დღეს შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება, მაგრამ თუ ინფიცირების ტემპი ასე გაგრძელდება, მივაღწევთ იმ ლიმიტს რომელთანაც ჯანდაცვის სისტემას გამკლავება შეუძლია" - თქვა მერკელმა. 

კანცლერი ბიზნეს სექტორს დაპირდა, რომ ფირმები, რომლებიც ახალი ზომების შედეგად იზარალებენ, ეკონომიკურ დახმარებას მიიღებენ. დახმარების ფარგლებში მცირე კომპანიები თავიანთი შემოსავლის 75%-ს მიიღებენ.

გერმანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად კორონავირუსის საერთო შემთხვევების რიცხცვი 449 275-მდე გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით ინფექციისგან 10 098 ადამაინი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები