კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 709 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 2075 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები