კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2075 ადამიანი გამოჯანმრთელდა

რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2075 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

დღეს, 29 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 18 390 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები