ეკონომიკა

აზიის განვითარების ფონდი ეკონომიკური ზიანის აღდგენისთვის საქართველოს $200 მლნ სესხს აძლევს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი დაამტკიცა კორონავირუსის (COVID-10) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად

"ამ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია COVID-19-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად; ასევე კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად.

პროგრამა დაეხმარება ხანდაზმულ მოქალაქეებს, ვინც კოვიდ-19-ის შედეგების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია". – თქვა ADB-ის უმცროსმა სპეციალისტმა, როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამ.

ფონდის ინფორმაციით, პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და COVID-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

აზიის განვითარების ფონდი 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 2075 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები