ძარცვა იმერეთში

ქუთაისში მთავარი არხის ჟურნალისტს მანქანიდან ტექნიკა მოჰპარეს

flickr

ქუთაისში მთავარი არხის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს მანქანიდან ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა მოჰპარეს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ტექნიკა მანქანიდან ორმა პირმა გაიტაცა.

"აპარატურის გატაცება მოხდა, შეიძლება ითქვას, ოპერატორის თვალწინ. ოპერატორი ავტომობილიდან დაახლოებით 7-8 მეტრში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობი პირი ელვისებური სისწრაფით მანქანასთან მივიდა, კარი გამოაღო და ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. 

ჩვენ ვიმყოფებით ახლა პერიმეტრზე, სადაც ათეულობით კორპუსია, ტყეც არის და შეიძლება ითქვას, რომ წამებში შეძლებდნენ მიმალვას, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორი მათ დაედევნა. იყვნენ ორნი, ჯერჯერობით ვერ მოხდა მათი კვალის მიგნება, გამოვიძახეთ პოლიცია და ადგილზე იმყოფებიან". - ამბობს ვაჩიბერაძე. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. 

კომენტარები