არჩევნები 2020

კობახიძის სექსისტურ-ჰომოფობიური განცხადება: გადაეცით გვარამიას, თქვენს ქალაჩუნა დირექტორს

ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჰომოფობიური და სექსისტური განცხადება გააკეთა და მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას "ქალაჩუნა" უწოდა. მისი თქმით, თუ გლდანის, სამგორის და თელავის ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატები არჩევნებს წააგებენ, პოლიტიკას დატოვებს. სანაცვლოდ, ირაკლი კობახიძე ითხოვს, თუ სოზარ სუბარმა, ლევან კობიაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნები მოიგეს, ნიკა გვარამიამ დატოვოს "მედია და პოლიტიკა". სწორედ გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვლევით, არჩევნებს პირველ ტურში ენმ-ის კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი იგებენ.

"ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, რადგან არის მხდალი ადამიანი და ბუნებრივია, ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას, მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს" - მიმართა კობახიძემ მთავარ არხს.

კომენტარები