ლილი ალენი

ლილი ალენი: ურთიერთობაში ყოფნისას ქალებისთვის მასტურბაცია ნორმალურია

The Sun

ბრიტანელმა მომღერალმა ლილი ალენმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე ილაპარაკა.

"ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე ღიად ლაპარაკი ცუდ ტონად ითვლება. მასტურბაცია ტაბუირებული თემაა და დროა, ამ საკითხზე ხმამაღლა ითქვას. საკუთარი თავის დაკმაყოფილებაში დასაძრახი არაფერია, თუნდაც ურთიერთობაში იყო. როდესაც გშია, ქმრის მოსვლამდეც შეგიძლია სენდვიჩი მოიმზადო და დანაყრდე. ჩვენი სხეულები სიამოვნების მიღებისთვის არის შექმნილი". – ამბობს მომღერალი.

ალენი ბრიტანულ სცენაზე 2002 წელს გამოჩნდა. სახელი 2008 წელს გამოშვებული ალბომით It's Not Me It's You გაითქვა. არის გრემის და Brit Awards-ის ჯილდოების ნომინანტი. 2020 წელს ჩამოაყალიბა მოძრაობა #IMasturbate, რომელიც ქალთა მასტურბაციაზე ტაბუს მოხსნისთვის იბრძვის. დაქორწინებულია უცნაური ამბების ვარსკვლავზე, ჰარპერის როლის შემსრულებელ დევიდ ჰარბურზე.

კომენტარები