არჩევნები 2020

ვაშაძე კობახიძეს: წადი სახლში რა, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა

0 კომენტარი
ფოტო: ახალი საქართველო

"სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ამოწურეს თავისი თავი [ქართულმა ოცნებამ]. ირაკლი კობახიძე – წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეზე, რომელიც მეორე დღეა პარტიის სათავო ოფისში ბრიფინგებს მართავს და საარჩევნოდ ოპოზიციის "დესტრუქციულ გეგმებზე" საუბრობს.

"ეს უნდა დასრულდეს, სისულელეების როშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხო არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაც მოროშო. საღამოს სხედან და ფიქრობენ, რა მოვიგონო, რომ ხვალ ვთქვა..." – ამბობს გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბარისას.

"ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გუშინ, 28 ოქტომბერს, ოპოზიციის მხრიდან შეიარაღებულ ამბოხზე ლაპარაკობდა და ამტკიცებდა, რომ სწორედ ამისთვის ემზადება ოპოზიცია.

დღეს, 29 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ კვლავ გამართა ბრიფინგი და კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნების დღეს "რადიკალური ოპოზიცია" დესტრუქციას გეგმავს. კობახიძის მტკიცებით, არჩევნების დღეს ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა იგეგმება. მისი თქმით, ეს საჩივრების კუთხით მაღალი სტატისტიკის ხელოვნურად შექმნას ემსახურება.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები