არჩევნები 2020

კახიძე კიკაბიძის რუსულ სიმღერაზე: იქნებ პატრიოტებიდან გადმოსულ ნატო ჩხეიძეს მიუძღვნა?

0 კომენტარი

"იქნებ პატრიოტებიდან გადმოსულ ნატო ჩხეიძეს მიუძღვნა?" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ კახიძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძს რუსულად სიმღერას. 

"იქნებ პატრიოტთა ალიანსიდან გადმოსულ თანაპარტიელ ნატო ჩხეიძეს მიუძღვნა?

ან კიდევ ნეიტრალიტეტის მომხრე გუბაზ სანიკიძეს?

თუ საბჭოთა დიპლომატობით ამაყ გრიგოლ ვაშაძეს?

გრუზია, დასტაევსკი და რამე." - წერს კახიძე Facebook-ზე. 

ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა

თავისუფლების მოედანზე ენმ – ძალა ერთობაშია ამომრჩეველთან შემაჯამებელ აქციას მართავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები