არჩევნები 2020

სააკაშვილი: გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა, ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება

UNIAN

"გაყალბებაზე პასუხი არ იქნება უკან დახევა და "დაჩმორება​​". გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად. პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად". – ასე მიმართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე ამომრჩეველს ენმ-ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ აქციაზე.

"მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, გადმოიხედე ზემოდან და კარგად შეხედე ამ ხალხს. არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე იმიტომ, რომ გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 31 ოქტომბერს 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის ეგზიტპოლების შედეგების გასაგებად მხარდამჭერებთან პარლამენტთან შეკრებას გეგმავს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები