ბუბა კიკაბიძე

მელია კიკაბიძეზე: თმები ყალყზე დამიდგა, ფონოგრამა შეეშალათ, მოულოდნელი იყო

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი

"თმები ყალყზე დამიდგა" - ასე ეხმაურება გლდანში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მელია პარტიის სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერას. 

"სცენასთან ვიდექი, მეც გამიკვირდა. ფონოგრამა შეეშალათ. გულახდილად თქვა ბატონმა, რომ შემეშალაო. თავად ბატონმა ბუბამ ინერვიულა. მე უბრალოდ გამიკვირდა, იმიტომ, რომ აშკარად არ იყო დაგეგმილი.

სიმართლეს გეუბნებით, უბრალოდ შეეშალა ფონოგრამა და სამწუხაროა ეს, ბუბა კიკაბიძეს ეს ეპატიება - ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, ყაზახი, ქართველი, ბელარუსი, რუსი თუ ა.შ. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გაუხარებია თავისი სიმღერით. უბრალოდ, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. [...] თმები ყალყზე დამიდგა." - ამბობს მელია ტელეკომოანია პირველის ეთერში.  

ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა "თბილისოს" ნაწილი რუსულად შეასრულა. სამტრედიაში, წყალტუბოში, ვანსა და ხონში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა მომხდარი იმით ახსნა, რომ ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია.

თავად ბუბა კიკაბიძემ კი თქვა, რომ რუსულად იმისთვის იმღერა, რომ "გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ."

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები