ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

პრემიერი გორთან მომხდარ ავარიაზე: ვუსამძიმრებ ოჯახებს, არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულთა ოჯახებს, მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ". – თქვა პრემიერმა კახი კახიშვილის წარდგენისას.

გუშინ, გვიან ღამით, გორთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლინიკაში რჩება 10 დაშავებული. მიკროავტობუსით ენმ-ძალა ერთობაშიას აქციაზე მყოფი ადამიანები თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდნენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები