ეკონომიკა

კლების შვიდი თვე – სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა. ეს მარტის შემდეგ კლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჯამურად მშპ უკვე 7 თვის განმავლობაში მცირდება. 

წინა წლის სექტემბერთან შედარებით კლების ტენდენციაა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.

მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, ეკონომიკური ზრდა თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი – 5.1% ზრდა;
  • თებერვალი – 2.2% ზრდა;
  • მარტი – 2.7% კლება;
  • აპრილი – 13.5% კლება;
  • მაისი – 16.6% კლება;
  • ივნისი – 7.7% კლება;
  • ივლისი – 5.5% კლება;
  • აგვისტო – 5.3% კლება;
  • სექტემბერი – 0.7% კლება;

კომენტარები