ესპანეთი

ესპანეთში პანდემიის გამო ნახევარი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

0 კომენტარი

ესპანეთში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ნახევარი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება რეგიონებს სამართლებრივ უფლებას აძლევს, რომ თავად გადაწყვიტონ, სჭირდებათ თუ არა ვირუსის შესაკავებლად კომენდატის საათის გამოცხადება და მოგზაურობის შეზღუდვა.

გადაწყვეტილება 9 მაისამდე ძალაშია.

ევროპაში ესპანეთი ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი ცხელი წერტილია, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 200 000-ს გადააჭარბა. სულ გარდაიცვალა 35 000-ზე მეტი პაციენტი. 

ესპანეთის მთავრობა ამბობდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ხალხთა მოძრაობის შეზღუდვას თავიდან ვერ აირიდებს.

"ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეები დაიღალნენ თვეების განმავლობაში მცდელობებით და დანაკარგებით, იმით, რომ არ შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც ადრე აკეთებდნენ, ჩაეხუტონ ადამიანებს, ოჯახსა და მეგობრებს. თუმცა, ახლა ზომების შემსუბუქების დრო არ არის, რთული კვირები და თვეები გველის". - განცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ. 

კატალონიამ, სხვა მრავალი რეგიონის მსგავსად, 29 ოქტომბერს 15 დღით აკრძალა ტერიტორიიდან გასვლა და შემოსვლა. შაბათ-კვირას კატალონიელებს თავიანთი მუნიციპალიტეტის დატოვება ეკრძალებათ.  

კატალონიაში ასევე დახურეს კინოთეატრები, თეატრები და არ გახსნეს ბარები, რესტორნები. კატალონიელი ოფიციალური პირების თქმით, ნაბიჯები საჭიროა, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ საავადმყოფოები პაციენტების მიღებას შეძლებენ. 

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება ამ დონის ზეწოლას". - თქვა კატალონიის ჯანდაცვის უფროსმა. 

პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე 2-ჯერ გამოცხადდა. პირველად ეს მოხდა მარტში და კარანტინის მკაცრი ზომები ივნისამდე გაგრძელდა. მეორედ კი საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ დედაქალაქ მადრიდში გამოცხადდა გასული 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მატება დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები