კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 052 PCR ტესტი ჩატარდა, პასუხების 15.3% დადებითი იყო

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 052 PCR ტესტი ჩატარდა. აქედან 1696 (15.3%) პასუხი დადებითი იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი დღეა, ყოველდღიურად იმატებს ტესტირების რაოდენობა, ინფიცირების შემთხვევები კი იკლებს.

  • 29 ოქტომბერი - ჩატარდა 11 052 PCR ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 696 შემთხვევა (15.3%).
  • 28 ოქტომბერი - ჩატარდა 10 011 PCR ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 709 შემთხვევა (17.07%).
  • 27 ოქტომბერი - ჩატარდა 9 126 PCR ტესტი, დადებითია 1731 პასუხი (18.9%).
  • 26 ოქტომბერი - ჩატარდა 8 589 PCR ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 1 824 პასუხი (21.2%).
  • 25 ოქტომბერი - 5 692 PCR ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 1872 პასუხი (33%);

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები