ინჟინერია

შანხაიში 5 სართულიანმა შენობამ 60 მეტრი "გაიარა"

15 ოქტომბერს, შანხის მცხოვრებლები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰუანგპუს ოლქში სეირნობისას უცნაურ სანახაობას, მოსიარულე შენობას, გადააწყდებოდნენ. 

85 წლის დაწყებითი სკოლის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიწიდან აიღეს და ახალი ტექნოლოგიის,  ეგრეთ წოდებული "მოსიარულე მანქანის" მეშვეობით სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს. 

ინჟინრებმა შენობას 200 მოძრავი საყრდენი მიამაგრეს. ეს საყრდენები მოქმედებენ, როგორც რობოტის ფეხები. "ისინი ორ ჯგუფად იყოფიან და მონაცვლეობით მოძრაობენ ზემოთ და ქვემოთ, რაც ადამიანის სიარულის იმიტაციას ახდენს. მიმაგრებული სენსორები აკონტროლებენ, თუ როგორ გადაადგილდება წინ შენობა." - ამბობს კომპანია "შანხაი ევოლუშენის" დირექტორი ლან ვუჯი. 

"ეს ჰგავს შენობისთვის ყავარჯნების მიცემას, რათა მან წამოდგომა და შემდეგ გავლა შეძლოს."- ამბობს ის. 

ჰუანგპუს ოლქის მთავრობის განცხადების თანახმად, 1935 წელს აგებული ლაგენას დაწყებითი სკოლის გადაადგილების მიზანი ახალი სივრცის გამოთავისუფლება იყო იყო, სადაც კომერციული და საოფისე კომპლექსი აშენდება. 

18 დღის განმავლობაში, შენობა 21 გრადუსით შემობრუნდა და 65 მეტრი გაიარა. ეს  პირველი შემთხვევაა, როცა "მოსიარულე მანქანის" მეთოდი ისტორიული შენობის გადასადგილებლად გამოიყენეს. 

ნახეთ Timelapse ვიდეო, რომელიც კომპანიამ გადაიღო აჩვენებს, თუ როგორ მოძრაობს შენობა:

 

კომენტარები