მკვლელობა კახეთში

სოფელ ვაზისუბანში 2 ადამიანი მოკლეს, 2 დაჭრეს

Tabula

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 2 ადამიანი მოკლეს, 2 კი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა, რა დროსაც კონფლიქტის ხმაზე შესული მეზობელი დაჭრა, მეზობელი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია კონფლიქტის შემსწრე სხვა 2 პირიც.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები