ეგეოსის ზღვაში, თურქეთის იზმირის პროვინციის სანაპიროსთან მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაშავდა 202 ადამიანი. 8 ადამიანი დაშავდა საბერძნეთის კუნძულ სამოსზე.
7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ იზმირში 20-მდე შენობა დაანგრია. ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს. მაშველებმა უკვე შეძლეს ნანგრევებიდან 70 ადამიანი ამოყვანა.
მიწისძვრამ მაღალი ტალღების წარმოქმნა გამოიწვია. დაიტბორა იზმირის პროვინციის და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულის სანაპიროები. ბიძგები იგრძნობოდა ათენსა და სტამბოლშიც.
თურქეთის და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ქვეყნებმა ერთმანეთის დახმარების მზადყოფნა გამოხატეს.