არჩევნები 2020

09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები – სამოქალაქო პლატფორმა 2020

ტაბულა

სამოქალაქო პლატფორმა 2020, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, 09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს. 

ორგანიზაციით განცხადებით, მათ უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა აღრიცხეს. 

წილისყრის პროცედურები

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.52 უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურა;
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში N05.06.19 უბანზე წილისყრის პროცედურა ჩატარდა დარღვევით და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებლის მითითების შესაბამისად ხარვეზი გამოსწორდა;
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კომისია მინიჭებული ფუნქციებით მუშაობას დარღვევით აგრძელებს;
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე, წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ.
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლოქში, N13.22.52 უბანზე, წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოავლინეს მხოლოდ რეგისტრატორი კომისიის წევრები. სხვა ფუნქციები მოგვიანებით გადანაწილდა;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, 06.07.07 წილისყრა 8:00სთ–მდე არ ჩატარდა.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოვლენილი ფუნქციები მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, რის გამოც წილისყრით ჩატარდა თავიდან;

სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები:

  • რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში N12.21.34 უბანზე დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება;
  • საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში;
  • გლდანის მაჟორიტარულ ოლქში N08.10.32 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან უფლებამოსილების განხორციელებაში. კერძოდ,მან მოითხოვა გაცნობოდა საარჩევნო მასალას, რისი საშუალებაც კომისიამ მას არ მისცა;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, N06.07.12 უბანზე, დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება;
  • სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე, დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • ვაკის მაჟორიტარული ოლქის, N02.02.23 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;

სხვა დარღვევები:

  • ისნის მაჟორიტარული ოლქის N04.05.45 უბანზე, კომისიის წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა;
  • დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06,08,03, მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონტრაციო ოქმს. ასევე, მხოლოდ უბნის გახსნის შემდეგ დაილუქა ყუთი;
  • ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის N23.59.60 უბანზე ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს უწევთ უბანზე რიგრიგობით შესვლა.

სამოქალაქო პლატფორმა 2020 თავისი 392 დამკვირვებლითა და 21 მობილური ჯგუფით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.  

კომენტარები