არჩევნები 2020

"მაქვს უფლება იარაღი თავდაცვისთვის ვატარო" – შაშკინი ბოლნისში იარაღით გადაადგილდებოდა

რუსთავი 2

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, რომელშიც დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება, შაშკინი რ2-თან საუბარში ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და იგი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მიზეზად კი შაშკინი თავდაცვას ასახელებს.

"მე მაქვს უფლება შსს-ს მიერ მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, ვჯდებოდი მანქანაში, როცა ოცნების მიერ გამოგზავნილმა პროვოკატორებმა გადამიღეს, მე კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს.

ბოლნისში ჩვენ აქტივისტებს ესვრიან, სცემენ, მე მაქვს შსს-ს მიერ მაქვს უფლება, რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო.

ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა". – ამბობს დიმიტრი შაშკინი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, ფაქტს ძირფესვიანად შეისწავლიან და სამინისტრო არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

კომენტარები