არჩევნები 2020

ამომრჩეველი: 4 წელია, ვითხოვ, ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრი ამოიღონ სიიდან

ტაბულა

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ბათუმის 86-ე უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა. გამოცემა შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს. 

ვიდეოში ჩანს, რომ ამომრჩეველი გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრი კვლავ საარჩევნო სიაშია. როგორც თავად ამბობს, ეს უკვე 4 წელია გრძელდება. 

"დედაჩემს ვხედავ მეოთხეჯერ არჩევნებზე. ვინა ხართ? უკვე აღარ შემიძლია, ყველა მოსვლაზე ამაზე ვყვირი". – ამბობს მოქალაქე. 

ცესკოს წარმომადგენელმა ამომრჩეველს უთხრა, რომ ის დაჯარიმდება იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეესტრში გარდაცვალების ცნობა არ წარადგინა. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები