არჩევნები 2020

გლდანის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

publika.ge

გლდანის ოლქის 79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ, რომელიც საარჩევნო უბანთან იგინებოდა, პუბლიკას ჟურნალისტს ფეხი დაარტყა. შესამაბისი კადრები თავად გამოცემამ გაავრცელა. 

რაც შეეხება ტვ პირველის ჟურნალისტს, ანა ახალაია ყვება, რომ მის ოპერატორს ადგილზე მყოფი კაცი ხელით შეეხო, რა დროსაც ჟურნალისტს სახეში კამერა მოხვდა.  

"მე და ჩემი ოპერატორი როცა გადმოვედით მანქანიდან, დავინახეთ, რომ პოლიციელები მორბოდნენ ამ მიმართულებით, მოვყვებოდით ამ პოლიციელებს, ერთი მამაკაცი იყო, ვინც ხელი კრა ჩემს ოპერატორს და, სავარაუდოდ, კამერა მომხვდა. რო მოვიხედე, უკვე მივხვდი რო სისხლი მდიოდა". - ამბობს ჟურნალისტი ანა ახალაია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები