არჩევნები 2020

კობახიძე: თუ ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

0 კომენტარი

"თუ ვინმე აღიარებს, რომ მან აიღო ქრთამი, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვას თუ აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში ქრთამის ამღებიც და გამცემიც არის, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მისაცემი" - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, "თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები".

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის ცნობით, გრძელდება ფულის დარიგება უბნების წინ.

"ჩვენ გვაქვს მასალა, სადაც ეს არის აღბეჭდილი, მაგალითად გორში, პირველ უბანზე, აგიტატორი აძლევს კონვერტს, რომელშიც ფულია და ამას აძლევს ამომრჩეველს" - ამბობს კაპანაძე.

გარდა ამისა, ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამომრჩეველი ამბობს, რომ ქართული ოცნებისგან "კუთვნილი 50 ლარი" უკვე ჩაერიცხათ. 

ყველა საარჩევნო სიახლეს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები